რეპროდუქტოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ქალებისა და მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემას შეისწავლის და მის მკურნალობაზეა პასუხისმგებელი.
რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიებს შორის მთავარი უნაყოფობაა. „ინოვა ინ ვიტროს“ მთავარი მიზანიც სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლა და პაციენტების დახმარებაა.
უნაყოფობა, უშვილობა დაავადებაა, რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების 20%-ში მიზეზი აუხსნელია, ცნობილია გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა, უშვილობას ხელი შეუწყოს.
ქალების შემთხვევაში ესაა ოვულაციის დარღვევა, გენეტიკური პრობლემები, ენდომეტრიოზი, მილების გამტარიანობის მოშლა, საშვილოსნოს ფიბრომები, ადრე განხორციელებული ქირურგიული ჩარევა საკვერცხეებსა და საშვილოსნოზე, მენჯის ღრუს ანთება ან ქიმიო თერაპია.
მამაკაცების შემთხვევაში უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა გახდეს სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა, ვარიკოცელე, ჰორმონალური პრობლემები ან გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.
„ინოვა ინ ვიტრო“ უნაყოფობის სამკურნალოდ კომპლექსურ მიდგომას გთავაზობთ, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებას. კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატებით ხერხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი სამკურნალო გეგმის შემუშავება, რათა წყვილებს შვილის ყოლაში დავეხმაროთ.
ქეთევან ოსიძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
თეონა ტიბუა
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
ნატო ბერია
რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი
ნათია ქაჯაია
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
რუსუდან სულაძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი