რადიოლოგია სამედიცინო გამოკვლევების მიმართულებაა, რომელიც რენტგენის, ულტრაბგერითი გამოკვლევების, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის თუ სხვა პროცედურების საშუალებით, კომპლექსური დაავადებების დიაგნოსტირებას ხდის შესაძლებელს.
კლინიკა „ინოვა ინ ვიტროში“ ტარდება ჰისტეროსალპინგოგრაფია “HSG” - საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება ბოლო თაობის “SIEMENS” ციფრული რენტგენის აპარატის მეშვეობით. კვლევა ტარდება სამმაგი ანესთეზიით, უმტკივნეულოდ. თავად “HSG “ მეთოდი საუკუნეზე მეტია, რაც გამოიყენება და დღემდე ოქროს სტანდარტს წარმოადგენს უნაყოფობის დიაგნოსტიკაში.
ჰისტეროსალპინგოგრაფიის ჩვენებებს წარმოადგენს:
-
უნაყოფობა და ჩვეული აბორტი
-
ენდომეტრიუმის შეფასების აუცილებლობა
-
ექოსკოპიური კვლევის დროს საშვილოსნოს ღრუში მოცულობითი წარმონაქმნის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში “HSG”გვაძლევს შესაძლებლობას გამოვრიცხოთ ან დავადასტუროთ ისეთი პათოლოგიური წარმონაქმნები როგორიცაა: პოლიპი, სინექია, სრული და არასრული ტიხარი, აშერმანის სინდრომი, სუბმუკოზური მიომა.
-
საშვილოსნოს განვითარების ანომალიები: ერთრქიანი,ორრქიანი საშვილოსნო, დიდელფური საშვილოსნო, “T” ფორმის საშვილნო.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნივნელოვანია “ HSG “-ს აქვს არა მარტო დიაგნოსტიკური ღირებულობა, არამედ თერაპიული ეფექტიც, რასაც ადასტურებს კვლევის შემდეგ ციკლში ორსულობის დადგომა, რაც ყველაზე სასიამოვნოა, როგორც ექიმისთვის ასევე პაციენტისათვის. კვლევას ატარებს მედიცინის დოქტორი -რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი ნინო დათოშვილი.
თამარ ხეცურიანი
ექიმი-რადიოლოგი
ნატო ბერია
რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი
ნინო დათოშვილი
რადიოლოგი