მამოლოგია მედიცინის დარგია, რომლის საშუალებითაც სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღეისათვის, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სარძევე ჯირკვლების დაავადებები მეტად გახშირად. მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს.
გარემო პირობები, ჩვენი ცხოვრების წესი, კვება და უამრავი სხვა ფაქტორი ჩვენს ჯანმრთელობაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სიმსივნური წარმონაქმნების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის. დაავადების პრევენცია მისი დროული აღმოჩენაა, რაც მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებითაა შესაძლებელი.
დროული დიაგნოსტიკისა და მამოლოგთან კონსულტაციის შემთხვევაში ძალიან დიდია განკურნების შანსი. თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა.
„ინოვა ინ ვიტროში“ მამოლოგი ირინე მარღანია პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევთ.
ირინე მარღანია
მამოლოგი